19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე, უფლებადამცველთან, ირმა ჭკადუასთან ერთად სახალხო დამცველთან შესახვედრად მივიდა.
ომბუდსმენთან შესვლამდე იაკობ ბრეგვაძემ „პრაიმტაიმნიუსის“ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.
ცნობისთვის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს კიდევ სამი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, ლუკა ბეჟანიშვილი და არასრულწლოვანი ლ.ქ. გამოიკითხა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გუშინ 17 პირი დააკავეს.











