გასული ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ავიაკატასტროფისას დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა.
2020 წელს, საავიაციო სფეროში 40 ინციდენტი მოხდა, საიდანაც ხუთი ფატალური აღმოჩნდა და შემთხვევებს, ჯამში, 299 ადამიანი ემსხვერპლა.
2019 წელს კი 86 ინციდენტი დაფიქსირდა, მათგან რვა დასრულდა მსხვერპლით და ჯამში, 2019 წელს ავიაკატასტროფაში 257 ადამიანი დაიღუპა.











