„გალ ტვ“-ის ინფორმაციით, სოხუმის გადაწყვეტილებით, ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოწყობილ მობილურ პოლიკლინიკაში, რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს Сovid-19-ზე PCR კვლევებს ჩაუტარებენ, მანამდე, მათ მხოლოდ თერმოსკრინინგი უტარდებოდა.
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე სოხუმში 26 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან ყველა პასუხი უარყოფითია.
ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 10 მკურნალობის კურსს გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში გადის. 27 უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა.
ავტორი: თეა შონია











