ე.წ. საბაჟოს თანამშრომლებმა, ფსოუში ერთ-ერთი მანქანის შემოწმებისას ქართული ეტიკეტით ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს. მათ შორის მინერალური წყალი „ბორჯომი“.
ინფორმაციას ამის შესახებ „აბხაზია-ინფორმი“ ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, ავტომანქანას რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მართავდა.
მასალები გადაეცა და საქმეს იძიებს ამავე „კომიტეტის“ საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტი.
ავტორი: თეა შონია








