დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის ბოლოსაა მოსალოდნელი.
„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა. მე რამდენჯერმე მოგახსენეთ, რომ შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად ვეყრდნობით სამ მოდელს, ვფიქრობთ, პიკი გვექნება, სადღაც ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მთავარია, ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს სრულად მართვადი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 1872 შემთხვევა დაფიქსირდა.











