ახლა გავდივართ პიკს, რომელიც იმის მიხედვით როგორ მოვიქცევით, როგორ დავიცავთ წესებს შეიძლება, გახანგრძლივდეს ძალიან ან როგორც წესი პიკი არის ხოლმე 2-3 კვირა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ტელეკომპანია“ პირველის ეთერში განაცხადა.
„ახლა გვაქვს მატება ორჯერადი, ჩემი გათვლებით, ჩვენ შევედით 25-26 აპრილიდან პიკურ პერიოდში, ახლა გავდივართ პიკს, რომელიც იმის მიხედვით როგორ მოვიქცევით, როგორ დავიცავთ წესებს შეიძლება, გახანგრძლივდეს ძალიან ან როგორც წესი პიკი არის ხოლმე 2-3 კვირა. ამიტომ ეს 2-3 კვირა სერიოზულად დავიცვათ ღონისძიებები, ამიტომაც დაწესდა არდადეგები. მკაცრ ღონისძიებებზე ქვეყანა ვეღარ მიდის ბევრი მიზეზის გამო ვერ წავა, თორემ ახლა ამ ტიპის ზრდის დროს შესაძლებელია მკაცრი ღონისძიებების დაწესება, მოწოდება იქნება რომ დავიცვათ რკეომენდაციები და არდადეგების პერიოდში რაც შეიძლება მობილობა დავაგდოთ”, – თქვა გამყრელიძემ.











