საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, თამად შეიძლება თქმა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მართვადია,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მაქსიმალურად მოგიწოდებთ და გთხოვთ დაიცვათ წესები. ეკონომიკის გაჩერებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს.
ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და სასურველია პირბადე ვატაროთ შენობის გარეთაც, როდესაც ადამიანებს ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.











