აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პირბადეში ის ვესტერნის პერსონაჟს ჰგავდა. ამის შესახებ მან Fox News-თან ისაუბრა.
„პირბადე გავიკეთე და მომეწონა, როგორც გამოვიყურებოდი მასში. მარტოხელა რეინჯერს ვგავდი“, – იხუმრა ტრამპმა.
ცნობისთვის, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი პირბადის წინააღმდეგი იყო, თუმცა დღეს თანამოქალაქეებს ნიღბების ურჩევს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათში 52 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.











