„თუ ნიღბის მოხმარება მოსახლეობაში 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 ათასი სიცოცხლის შენარჩუნება“,- ამის შესხებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეისთვის საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 60-64%-ია.
„თუ ნიღბის მოხმარება მოსახლეობაში 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 ათასი სიცოცხლის შენარჩუნება. ნიღბის გამოყენება უნდა გახდეს პირდაპირ მიუთითებენ ევროპას სინგაპურის მაგალითზე, სავალდებულო
საქართველოში დღეს ხმარება გვაქვს 60-64%-ის ფარგლებში, მოწოდება არის რომ ეს ავიდეს 95%-ის ფარგლებში. თუ ასე იქნება, ჩვენ შესამჩნევად შევამცირებთ ვირუსის გავრცელებას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოშიც პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს.











