დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა.
ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების შემცირებამ გამოიწვია სწორედ ის, რომ ბოლო ოთხი დღეა ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა.
„ბოლო 4 დღის განმავლობაში ამ მაჩვენებლით გვაქვს ოდნავ ზესვლა. ეს ასევე უკავშირდება პირბადის ტარების მაჩვენებელს. ჩვენ ვიყავით თითქმის 75%-ზე, შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით კი 43%-ია.
პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი მოვიტოვეთ. შესაძლებელია, ამ მასშტაბით ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებაზე.
ეს დამცავი საშუალება ანუ პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ და თუ ჩვენ ეს 95%-მდე ავიყვანეთ, ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.











