დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე დღეს ქვეყანაში დადასტურებულ ვირუსის შემთხვევებს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ციფრები ამ დროისთვის საგანგაშოა.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელი რიცხვი მაინც საყურადღებოა და პირდაპირ გეტყვით, საგანგაშო. ასეთი ნახტომი იანვრის შემდეგ არ ყოფილა. გუშინ გვქონდა ყველაზე იდი რაოდენობა ტესტირების. ის, რომ ერთ დღეში დადებითობის მაჩვენებელი მიუახლოვდა 3,66%-ს , ძალიან საყურადღებოა. თანდათან ეპიდსიტუაცია უარესდება. ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა სერიოზულია უკვე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავრუსის 1374 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ბოლო სამ თვეში ვირუსის დადასტურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.











