სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის პირველ კვარტალში 165,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის პირველი ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,7 პროცენტით ნაკლებია.
შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის საქსტატი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებასა და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს.












