პირველად 5 თვის განმავლობაში, ბოლო 24 საათში ავსტრალიაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე, ვიქტორიას შტატში, რომელიც მეორე ტალღის ეპიცენტრი იყო, 112 დღიანი ლოქდაუნის შემდეგ უკვე 2 დღეა, ვირუსით არავინ დაინფიცირებულა.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შეზღუდვები, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, შემსუბუქდეს.











