ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშარიას განცხადებით, სალომე სამადაშვილის პოზიცია ყოველთვის თანმიმდევრული იყო და პატივისცემას იმსახურებს.
“სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ”, – წერს ხოშტარია.
“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა – ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა ხელი მოაწერა.
დოკუმენტს ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ : დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და გიორგი ვაშაძე.
“ქართული ოცნებიდან” დოკუმენტს ხელს შალვა პაპუაშვილი და არჩილ თალაკვაძე აწერს.