საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებში დაავადება ძალიან ადვილად წავიდა, აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაციაც კი არ დასჭირვებია.
„გაიდლაინის“ მიხედვით, ვირუსის გადატანიდან 120 დღის შემდეგ კეთდება პირველი დოზა. ამასთან, თუ აცრის შემდეგ დაინფიცირდა ადამიანი, ასევე, 120 დღის შემდეგ ეკუთვნის მეორე დოზა. უკვე გამოჩნდა ბევრი პუბლიკაცია, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, კოვიდგადატანილებში ერთი დოზა იყოს საკმარისი, მაგრამ ჯერ არაა ისეთი განაცხადა პაატა იმნაძემ.











