საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან რესტორნები ღია და დახურულ სივრცეში იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კვების ობიექტებს აქვთ უფლება, შაბათ-კვირას, სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.










