ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ფინალის საგზური გაინაღდა.
იაპონიის დედაქალაქში გაშლილ ტატამზე, 27 წლის ქართველმა ნახევარფინალურ შეხვედრაში კორეის წარმომადგენელი ბაულ ანი დაამარცხა. საგულისხმოა, რომ მისი მეტოქე ტურნირის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი იყო.
ცნობისთვის, ქართველო ძიუდოისტის მეტოქე იაპონელი ჰიფუმი აბე იქნება.










