fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება – იუსტიციის სამინისტრო

15:22 დეკემბერი 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
963
ნახვა

„გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰააგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე იქნება. აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარდგენილ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება”,- – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  ამ დროისთვის 6 მოსამართლის პოსტზე მხოლოდ ორი – გოჩა ლორთქიფანიძის და იოანა კორნერის (ბრიტანეთი) კანდიდატურებია დამტკიცებული.

როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში მოსამართლის კანდიდატად საქართველომ 2020 წლის მარტში აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარადგინა, ვინაიდან უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება. ჩეხი მოსამართლის უფლებამოსილების ამოწურვასა და გოჩა ლორთქიფანიძის, როგორც ჰააგის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ცნობას თვეები სჭირდება, მანამდე კი გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროში გააგრძელებს საქმიანობას.

„აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დონეზე გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას პარლამენტში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ და, საბოლოოდ, მაღალი ლეგიტიმაციის ხმებით − 91 დეპუტატის მხარდაჭერით − 2020 წლის 20 მარტს დაამტკიცა.

ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევისთვის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, კანდიდატმა კონკურსი გაიარა და საარჩევნო კამპანია აწარმოა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა ეროვნულ დონეზე მაღალი სტანდარტის პროცედურების დაცვით შეირჩა:

• შერჩევის პროცედურა დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის დადგენილებით და იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი;

• შერჩევის პროცედურა სრულად შეესაბამებოდა ჰააგის სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) მოთხოვნებს;

• კონკურსის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ოფიციალური კორესპონდენცია დაეგზავნა მთლიან სასამართლო სისტემას, ადვოკატთა ასოციაციას, პროკურატურას, უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;

• კანდიდატის კვალიფიკაცია შეაფასეს და მოიწონეს ჰააგის სასამართლოს ყოფილმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა − ყოფილმა მოსამართლე ეკატერინა ტრენდაფილოვამ და ყოფილმა განმწესრიგებელმა ჰერმან ვან ჰებელმა;

• კანდიდატის პროფესიული რეპუტაცია და რომის სტატუტის მოთხოვნებთან შესაბამისობა მთავრობის წარდგინებით შეაფასა საქართველოს პარლამენტმა;

• კანდიდატს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ და საბოლოოდ საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის ხმებით − დეპუტატების 3/5-ის უმრავლესობით − დამტკიცდა გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა.

კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩართული იყვნენ იურიდიული პროფესიული და აკადემიური წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჰააგის სასამართლოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები, ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტო.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატის შესარჩევი პროცედურა, საქართველოს გარდა, არცერთ სახელმწიფოს არ უწარმოებია, რაც, სხვა გარემოებებთან ერთად, საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის საერთაშორისო დონეზე წარმატების საფუძველი გახდა.

გოჩა ლორთქიფანიძე სამართლის პროფესორია. მან 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით. 1995 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებების სამართალში, ხოლო 2004 წელს – ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. 2011-2014 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე ფორდამის უნივერსიტეტში (აშშ).

1991-2005 წწ-ში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო გაეროს სამმართველოს უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სამართლებრივი მრჩეველი.

2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. 2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ქ. ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა. 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი, ასწავლიდა ადამიანის უფლებებს, მიჰყავდა აკადემიური პროგრამები იძულებით გადაადგილებული პირების და ქალთა უფლებების შესახებ.

2012 წლის 19 ნოემბრიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან – მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და მოწვეული ლექტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.

არის ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის, ვენეციის კომისიისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრი.

გოჩა ლორთქიფანიძე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

თეგები: იუსტიციის სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს

სექტემბერი 1, 2021
961
საზოგადოება

რატი ბრეგაძე – მადლობა მიდნა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, იმისათვის, რომ პირველად ამ ქვეყანაში გაჩნდა გრძელვადიანი ხედვა

აგვისტო 4, 2021
790
საზოგადოება

იუსტიციის სამინისტრო “ნამახვანჰესის” პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

მაისი 29, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია