შეშფოთებული ვართ საქართველოში პოლარიზაციისა და ესკალაციის გაგრძელები გამო, რაც ბატონ მელიას წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, – ამის შესახებ ევროკავაშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ის მიიჩნევს, ახლა ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური დიალოგია.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს საქართველოში, გამოიჩინოს თავშეკავება და იმოქმედოს პასუხისმგებლიანად, რათა არსებული პოლიტიკური კრიზისი გაიდაიჭრას. ასევე, მნიშვნელოვანია და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ დღეს შექმნილი დაძაბულობა აწყობთ მხოლოდ მათ, ვისაც სურს საქართველოს დესტაბილიზაცია და ამას შეუძლია საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, არა მხოლოდ კორონავირუსის შედეგების გადასაჭრელად, არამედ შემდგომი რეფორმებისთვის და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრამვებისთვის“, – განაცხადა პიტერ სტანომ.











