„ქართული ოცნების“ წევრს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ პლებისციტის საკითხი არჩევნების ხელმეორედ ჩატარების ერთ-ერთი ვარიაციაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რაც შეეხება პლებისციტი საკითხს, არ მიმაჩნია, რომ ეს სწორად დაყენებული საკითხია. ეს ერთ-ერთი ვარიაციაა არჩევნების ხელმეორედ ჩატარების, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირი უჩანს შინაარსს, როგორც არის საკითხი დაყენებული, მე ასე მესახება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორად დაყენებული პირობა მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა სარჯველაძემ.










