ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ „პოლიტიკიდან არ წავა“.
„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ,“ – ამბობს გიორგი გახარია.











