რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების გაჭიანურება არ შეიძლება.
ამის შესახებ ლავროვმა სომეხ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წავიდეთ წინ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხი სწრაფად და ერთბაშად გადაიჭრება. ჩვენ გვესმის, რომ საჭიროა პროცესი, თუმცა პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესის განახლების გაჭიანურებას არასწორად მივიჩნევთ“,- განაცხადა ლავროვმა.










