ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „მაესტროს“ ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ „გარკვეული დაღი, დღევანდელ ეპიდსიტუაციას, პოლიტიკურმა პროცესებმაც დაასვა“
„გარკვეული დაღი, დღევანდელ ეპიდსიტუაციას, პოლიტიკურმა პროცესებმაც დაასვა, პოლიტიკური პროცესების მძევალი გახდა ეპიდემია, რადგან აქ ბევრი ნიუანსი იყო. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად ჩვენ სჯობს ვორიენტირდეთ არსებული რეალობის სწორ გააზრებაზე და შემდგომი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე და წარსულზე, რა როგორ სჯობდა, პანდემიის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ, რადგან ახლა ამის დრო არ არის“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 93 092 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 73 877-ს შეადგენს. გარდაიცვალა 853 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.











