პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს რაოდენობა 21-მდე გაიზრდება.
„ერთადერთი, რაც ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ ორშაბათს, ეს იყო თავმჯდომარეობის კანდიდატი – ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ წევრთა რაოდენობა გაიზრდება 21-მდე, რაც კიდევ უფრო დიდ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. პოლიტსაბჭოში იქნებიან როგორც პარტიის ძველი, ისე ახალი წევრებიც. უშუალოდ გვარებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, რადგან ხვალ ამას ყველა ერთად გავიგებთ.
რეგულაციები სრულად იქნება დაცული. ნებიემიერი ჩვენი ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვატარებდით, ჩატარებული იყო აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის დაცვით და, რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებაც ჩატარდება ამ რეკომენდაციების დაცვით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.











