მოძრაობა სირცხვილია განცხადებას ავრცელებს – სამოქალაქო აქტივისტების თქმით, პარლამენტის წინ მობილიზებული პოლიცია მათ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს.
„პარლამენტის წინ შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არ გვაძლევენ სცენის დადგმის საშუალებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს აქტივისტები კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით 17:00 საათიდან აქციას გეგმავენ.