შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, არჩევნების დღეს პოლიციამ სულ 28 საქმეზე დაიწყო გამოძიება. აქედან 12 არის სისხლის სამართლის საქმე, ხოლო 16 ადმინისტრაციული საქმე. ამის შესახებ კახაბერ საბანაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გუშინ ჩატარებულ არჩევნებზე რამდენიმე ოლქში დაპირისპირება და ხმაური იყო.
დღეს დილით ცესკოს წინასწრი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 49.32%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 25.94%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.77%ს აქვს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











