პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და მასთან ერთად მყოფი მამაკაცი, გოგი ხოჭოლავა დააჯარიმეს.
“პოლიციამ 2 000 ლარით დაგვაჯარიმა. მე და გოგი ხოჭოლავას “ტვ პირველის” საშვი გვქონდა, რათა გადაცემაში მონაწილეობა მიგვეღო იმ სტუდიაში, რომელიც პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე, ქუჩაშია მოწყობილი.” – განმარტავს რუსუდან გოცორიძე.
გოგი ხოჭოლავა აცხადებს, რომ ის ამ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
“როცა გადაცემაში სტუმრად მოვდიოდით ამ საშვით, გარკვეული უხერხულობა გვქონდა. მადლობა ამ მთავრობას, რომ ეს უხერხულობა მოგვიხსნა. 2 000 ლარით დამაჯარიმა. მე ამ ჯარიმას არასოდეს გადავიხდი, დავხევ.” – ამბობს გოგი ხოჭოლავა.











