პოლიციამ ხაშურში მკვლელობის ბრალდებით კომპანია ,,ელისის” მენეჯერი დააკავა
წინასწარი ინფორმაციით, შპს ,,ელისის” ყოფილი თანამშრომელი სამშენებლო კომპანიაში კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით მივიდა.
მენეჯერსა და მას შორი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
ბრალდების დაცვის მხარის ცნობით, ყოფილი თანამშრომელი დანით შეიარაღებული მივიდა, ხოლო მენეჯერმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 117-ე და 236-ე მუხლით.











