„შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, კონკრეტული დავალება იყო, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენდი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს, ეს რას ნიშნავს ჩენი ჯარისკავები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში, ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების უსაფრთოებას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერტ ტელევიზია ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში, პოლიტიკურად ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული რა თქმა უნდა ეს არის ამორალური.
თქვენი შეკითხვის მიზანი პანიკის დათესვაა. საქართველოში როდესაც ამბობთ, რომ ყოველ დღე ყაჩაღობები ხდება ეს არის ტყუილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, კონკრეტული დავალება იყო, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს და მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და მათ ის შეასრულეს. მეორე ნაწილი, ოპერატიული სამძებრო სამუშაობი მიმდიანრეობს და დარწმუნებული ვარ დასრულდება წარმატებულად“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.











