სამართალდამცველებმა, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელიასთვის განჩინების ჩასაბარებლად მივიდნენ, ტერიტორია დატოვეს. დოკუმენტის ჩასაბარებლად პარტიის ოფისში 10-მდე პოლიციელი მივიდა, თუმცა მათ დახვდათ დაკეტილი კარი, შენობაში იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მხარდამჭერები.
ნიკა მელიას ადვოკატი შეეცადა, თავად ჩაებარებინა დოკუმენტი – მისი მტკიცებით, ის უფლებამოსილია, ნიკა მელიას ნაცვლად მოაწეროს ხელი დოკუმენტს, თუმცა სამართალდამცველების პრინციპული პოზიცია იყო, ხელი უშუალოდ ნიკა მელიას მოეწერა.
პოლიციამ რამდენჯერმე მიმართა ოფისის შესასვლელთან შეკრებილებს, გაეღოთ კარი, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს.











