პოლიციამ რიონის ხეობაში ერთ-ერთი აქტივისტი დააკავა. მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველები აქტივისტს ორ მუხლს, ძალადობას ( სსკ-ის 126 მუხლი) და ნივთის დაზიანებას (სსრკ-ის 187-ე ) ედავება. დაკავებულს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რიონის ხეობაში უკვე 122 დღეა რაც კარავში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
ავტორი: კესო მოლაშხია











