fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პოლიციამ სამ სხვადასხვა ადგილას 10 ნარკორეალიზატორი დააკავა 

11:32 აპრილი 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

პოლიციამ ფონიჭალაში, წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია 7 კილოგრამამდე „ჰეროინი“. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება 2001 წელს დაბადებულ ი.ი.-სა და 1988 წელს დაბადებულ გ.ა.-ს, სამართალდამცველებმა ისინი წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ავტომანქანით გადაჰქონდათ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო მაგისტრალზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს 1967 წელს დაბადებულ ე.ფ.-ს, რომლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ფული.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულის სახით დაკავებულია 1960 წელს დაბადებული ზ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: ნარკოდანაშაული

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული 32 წლის მამაკაცი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

ოქტომბერი 26, 2021
1k
სამართალი

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს

აგვისტო 21, 2021
779
სამართალი

აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი 

ივნისი 19, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია