პენტაგონის მახლობლად სროლას პოლიციელი ემსხვერპლა,- ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, დამნაშავემ სამართალდამცველი დანით დაჭრა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა. ბრალდებულს სამართალდამცველებმა ესროლეს და ადგილზე გარდაიცვალა.
„დაწესებულება ჩაკეტილია პოლიციის საქმიანობის და გამოძიების გამო“ – აცხადებენ უწყებაში.











