პოლონეთი ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩასული მოგზაურებისთვის სავალდებულ კარანტინს აწესებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება პოლონეთმა ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე პოლონეთში კოვიდის 2,808,052 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 68,133 ადამიანი.