პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი ასისტენტის განცხადებით, ქვეყანაში ხანდაზმულებს AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინას არ გაუკეთებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინას მხოლოდ 18-60 წლამდე ადამიანების ვაქცინაციისთვის გამოიყენებენ.
ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის რეკომენდაცია გერმანიის ხელისუფლებამაც გასცა.











