პოლონეთში ნოემბრის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღას ებრძვის.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში პოლონეთში კოვიდის 17 260 შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, პოლონეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით1,8 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 45 997 ადამიანი.











