პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მას კოვიდინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
მორავეცკიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა:
„გავიგე, რომ გასულ პარასკევს კონტაქტი მქონდა პირთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სანიტარული პროტოკოლის თანახმად, კარანტინში გადავდივარ. მუდმივი კონტაქტი მაქვს ჩემს კოლეგებთან. მთავრობა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.











