პოლონეთში კოვიდის ბრაზილიური შტამის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
პოლონეთმა ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან შემოსული მოგზაურებისთვის საკარანტინო შეზღუდვები გაამკაცრა.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კოვიდის 2,818,378 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 68,993-ს შეადგენს.











