პოლონეთმა და ლიეტუვამ ბელარუსიდან დიპლომატები გაიწვიეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება ბელარუსის მთავრობამ მოითხოვა. მისივე თქმით, საერთო ჯამში, ბელარუსიდან პოლონეთში 30 დიპლომატი ბრუნდება.
ანალოგიური მოთხოვნა წაუყენა ოფიციალურმა მინსკმა ლიეტუვასაც, ბელარუსიდან ვილნიუსში ხუთი დიპლომატი ბრუნდება. ბელარუსმა წინა კვირაში თავადაც გამოიწვია დიპლომატები ორივე ქვეყნიდან.
ცნობისათვის, ბელარუსი მეზობელ პოლონეთსა და ლიეტუვას ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.











