პოლონეთში 19 აპრილიდან საბავშვო ბაღები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ასევე, ქვეყანაში სპორტული ღონისძიებების ღია სივრცეში ჩატარება დასაშვები გახდება. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული სხვა შეზღუდვები ძალაში კიდევ ერთი კვირის განმავლობაში ჩარჩება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე პოლონეთში კორონავირუსის 2,621,116 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 59,930 ადამიანი.











