პოლონეთში, დაპირისპირების დროს, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
პოლონური მედიის ცნობით, 44 წლის ვანო სანებლიძეს უთანხმოება მის ხელმძღვანელთან, ანაზღაურების გამო მოუვიდა.
დაპირისპირება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.











