პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში პოლონეთში კოვიდის 29 978 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე პოლონეთში კორონავირუსით 2,120,671 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 50,340-ი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,707,846-ს შეადგენს.











