პოლონეთში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე პოლონეთში ვირუსით 1,623,218 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 41,823. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,365,216-ს შეადგენს.











