პოლონეთში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ“-19-ის 1 013 747 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 18 208 პირი.











