„ჩვენი პარტნიორები, კერძოდ ევროკავშირი, ჩინეთის ქმედებებთან გასამკლავებლად ძალებს იკრებენ“,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
„პეკინის ქმედებებით შეშფოთებულები ვართ. თუმცა, ამ საკითხში ჩვენ მარტონი არ ვართ. ჩვენი პარტნიორები, კერძოდ ევროკავშირი, ჩინეთის ქმედებებთან გასამკლავებლად ძალებს იკრებენ. გასულ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვესაუბრე. ისინი ნამდვილად ხვდებიან, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთი თავისუფალი მსოფლიოსთვის და კანონის უზენაესობისთვის.
ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტის შემდეგ, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, პრეზიდენტებმა, შარლ მიშელმა და ფონ დერ ლაიენმაც საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მე აქამდეც ხმამაღლა ვსაუბრობდი.
მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო ოპერატორები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინფრასტრუქტურებს ემიჯნებიან და ჩინეთის მმართველი პარტიის სათვალთვალო, ჰუავეის მსგავსს კომპანიებთან თანამშრომლობას წყვეტენ“, – აცხადებს პომპეო.
Posted by U.S. Department of State on ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2020











