ყველა ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს ჩინეთის ქმედებებს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის საფრთხის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიცია უნდა შეიქმნას.
„თითოეულმა სუვერენულმა სახელმწიფომ ჩინეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მომავალი საფრთხე უნდა გაიაზროს. ყველა ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს ჩინეთის ქმედებებს. მსოფლიო ერთობლივად უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.











