აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ზე არასამთავრობოებთან შეხვედრაზე წერს.
„სასიამოვნო იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი საუბარი სასამართლო რეფორმისა და დემოკრატიული პროგრესის შესახებ.
საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების საკითხების გაძლიერებაში“,- წერს პომპეო.
I enjoyed a candid conversation on judicial reform and democratic progress with members of Georgia’s vibrant civil society. Georgia has made progress fighting corruption, developing modern state institutions, and enhancing security. pic.twitter.com/wUsXx40R9D
— Secretary Pompeo (@SecPompeo) November 18, 2020











