პორტუგალიამ ბრაზილიასთან და დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლაზე აკრძალვა 31 მარტამდე გაახანგძლივა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
პორტუგალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნებთან მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის ფრენებია ნებადართული.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე პორტუგალიაში კორონავირუსის 814,257 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 16,684 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 759,417-ს შეადგენს.











