პორტუგალიამ ლოქდაუნი 1 მარტამდე გაახანგძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, პორტუგალიაში ლოქდაუნი 15 იანვრიდან მოქმედებს. ქვეყანაში დახურულია არასაჭირო მაღაზიები და სკოლები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე პორტუგალიაში კორონავირუსის 778,369 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 14,885 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 645,122-ს შეადგენს.











