პორტუგალიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 2 კვირით გახანგრძლივდა. ინფორმაციას portugalresident-ი ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობა ძალაში 8 დეკემბრამდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიაში ამ დრომდე კორონავირუსის 255,970-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 3,824 ადამიანი გარდაიცვალა.











